სიახლეები
-
14 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვიშის ციხე-სიმაგრე ააშენეს
როდესმე გიცდიათ ქვიშისგან უზარმაზარი ციხე-სიმაგრის აგება? გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში 16.86 მეტრის სიმაღლის ნაგებობა ქვიშისგან ააშენეს. ცხადია, „მშენებლობაში“ მონაწილე ადამიანების მთავარ სამიზნეს გინესის რეკორდების წიგნი წარმოადგენდა.
ციხე-სიმაგრეზე 9 ქვეყნის წარმომადგენელი 15 მხატვარი მუშაობდა. მასზე ისეთი ტურისტული ღირშესანიშნაობებია დატანილი, როგორებიცაა ათენის აკროპოლისი, საგრადა ფამილია (ბარსელონა) და პიზის კოშკი.
მშენებლობის ორგანიზებაზე გერმანულმა ტურისტულმა კომპანიამ იზრუნა. Associated Press-ის ინფორმაციით, ციხე-სიმაგრის მშენებლობა 25 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასზე 3500 ტონა ქვიშა დაიხარჯა.
კოშკი მინიმუმ 24 სექტემბრამდე უნდა იდგეს. გინესის რეკორდების წიგნში ქვიშის ეს ციხე-სიმაგრე „ყველაზე გრანდიოზულად“ შეაფასეს. ამ ტიტულის წინა მფლობელის – ინდოეთში მდებარე ქვიშის კოშკის სიმაღლე მხოლოდ 14,84 მეტრი იყო.