სიახლეები
-
12 სექტემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თურქეთი შავ ზღვაში ხელოვნურ კუნძულს აშენებს
თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნურ კუნძულს აშენებს. კუნძული ტრაბზონის პროვინციაში, ქვეყნის სამრეწველო განვითარების პროგრამის ფარგლებში შენდება. კუნძულის მშენებლობის შესახებ განცხადება ქვეყნის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუხ ოზლიუმ გააკეთა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი დაინტერესებულია ტრაბზონის მახლობლად კიდევ 5 ხელოვნური კუნძული ააგოს.
„ინდუსტრიული ქალაქების მშენებლობა თურქეთის ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის“, აღნიშნა მინისტრმა.
ქვეყანა ხელოვნური კუნძულების მშენებლობით, ინდუსტრიაში იმპორტდამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.