სიახლეები
-
01 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
„Thouse.ge“ „ბიზნესკონტაქტის“ გუნდს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს სამშენებლო პროექტების გვერდი Thouse.ge ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემის - „ბიზნესკონტაქტის “ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნული გადაცემების შემოქმედებით გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.
„Thouse.ge“ მხარს უჭერს და მიესალმება მედიაბაზარზე ბიზნესისა და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების სიმრავლეს. ვფიქრობთ, მსგავსი მედიასაშუალებების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც მედიასივრცის, ისე ზოგადად ბიზნესგარემოს სიჯანსაღისა და მომავალი განვითარებისთვის.
საქართველოს სამშენებლო პროექტების გვერდი - ( Thouse.ge )