მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  სექტემბერი  2017

    ბაგებში გერმანული საერთაშორისო სკოლისა და ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

    დედაქალაქის შემოგარენში, კერძოდ ბაგებში თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ახალი სკოლის შენობას გამწვანებულ ადგილას მდებარეობს და დიდი გარე ტერიტორია აქვს. 2017-2018 სასწავლო წელს ახალი შენობა სკოლის 116 მოსწავლეს და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს მიიღებს.
    ​ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს ​გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ და ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
    როგორც „სითი კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში ბავშვები სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე, გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით მიიღებენ. სკოლაში სწავლა შეეძლებათ ბავშვებს, როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. პარალელურად სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან და სახელმწიფო ავტორიზაცია აქვს გავლილი.
    ​მათივე განმარტებით, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს, გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. იგი არ არის მოგებაზე ორიენტირებული და ფინანსდება მშობლებისგან მიღებული სასკოლო გადასახადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო სახსრებითა და შემოწირულობებით.
    სკოლაში ამჟამად სწავლობენ მოსწავლეები პირველიდან მე-8 კლასამდე და ყოველწლიურად ერთი კლასი ემატებათ. ხოლო სკოლასთან არსებულ გერმანულენოვან საბავშვო ბაღში, 60 ადგილია.
    საქართველოს მთავრობამ 2014 წლის დეკემბერში სკოლის კავშირს 8300 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია იმ პირობით გადასცა, რომ იქ გერმანული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდებოდა. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. წელიწადნახევრიანი მშენებლობის შემდეგ, სასკოლო კამპუსი მშობლების, მოსწავლეებისა და მრავალი მოწვეული სტუმრის თანდასწრებით საზეიმოდ გაიხსნა.
    მსოფლიოში არსებულ 140 გერმანულ სკოლებს შორის თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები