მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივნისი  2016

    მირზა შაფის პროექტის დამუშავება დასკვნით ეტაპზეა

    მირზა-შაფის პროექტის დამუშავება ბოლო ფაზაშია- ამის შესახებ პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე „კომერსანტთან" აცხადებს.

    სვანიძის თქმით, პარტნიორებთან ერთად „მირზა შაფის" , „კემპინსკი კინგს გარდენის" პროექტზე აქტიურად მუშაობენ, ამ დროისთვის მუშავდება ფასადის ვიზუალური მხარე, პროცესში მაქსიმალურად ჩართულები არიან ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ისეთი პროექტის დამუშავება, რომელიც ჩაეწერება აბანოთუბანში, ბოტანიკური მაღის სიმწვანეში და მისაღები იქნება ყველასთვის. სვანიძე ამბობს, რომ ახლო პერიოდში ელოდებიან მშენებლობის ნებართვას მერიისგან და დაიწყება მშენებლობის პროცესიც.

    პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან" სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.

    პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება.

    პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.

     


პარტნიორები