მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  აგვისტო  2017

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია აბასთუმანში არსებული ხანძრის ლიკვიდაციაში

    აბასთუმნის ტყეში არსებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები, ადგილზე მობილიზებულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც საგანგებო შტაბის ზედამხედველობით ახორციელებს გზის გაკაფვის სამუშაოებს. ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა ცეცხლის კერებამდე გზის მიყვანის სამუშაოებს. გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი უშუალოდ ცეცხლის კერამდე მისასვლელი გზა, რათა სპეცტექნიკას გაუადვილდეს ცეცხლის კერებამდე მისვლა და ცეცხლის ლოკალიზება. ამ დროისათვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ადგილზე ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ავიაცია.


პარტნიორები