მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  აგვისტო  2017

    ნენსკრა ჰესი აშენდება იმავე სტანდარტების დაცვით, როგორც შვეიცარიაში

    ნენსკრა ჰესი დაპროექტდა და აშენდება იმავე ნორმებით და სტანდარტების დაცვით, როგორც ჩვენთან, შვეიცარიაში, - აცხადებს კომპანია Stucky-ის ოპერაციების მართვის დირექტორი, ბრენდან ქუიგლი.

    მისი თქმით, გარდა იმ გამოცდილებისა, რომელიც პროექტს Stucky-მ შემატა, მასზე იმუშავა დამოუკიდებელ ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფებმა ავსტრალიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შვეიცარიიდან.

    კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტი ნენსკრას ხეობაში მყინვარიდან ჩამონადენი წყლის კაშხლის მეშვეობით შეკავებას ითვალისწინებს. წყლის ნაწილი ნაკრას ხეობიდან იქნება მოდმოსროლილი წყალსაცავში, რომელსაც კაშხალი შექმენის და გვირაბის საშუალებით ჰესს მიეწოდება.

    "ამრიგად წყლის მცირე რაოდენობით შეგვიძლია მივიღოთ დიდძალი ენერგია", - აღნიშნავს ბრენდან ქუიგლი.

    ის აღნიშნავს, რომ კაშხლის პროექტირებისას გათვალისწინებულია ყველა შესაძლო ბუნებრივი მოვლენა.

    ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მვტ-ია. დაგეგმილია 130 მ სიმაღლის და 870 მ სიგრძის კაშხალის მოწყობა, რაც შექმნის დაახლოებით 176 მილიონი კუბ.მ. მოცულობის წყალსაცავს. ჰესის საექსპლუატაციო ხარჯი წელიწადში 11 მლნ დოლარით არის განსაზღვრული.

    ნენსკრაჰესის კრედიტორთა საბოლოო ჯგუფი 2017 წლის მესამე კვარტალში დასახელდება. ომ პოტენციურ დამფინანსებელთა შორისაა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპულ საინვესტიციო ბანკი (EIB) და კორეის განვითარების ბანკი.

    პროექტის ღირებულება დაახლოებით, $1 მილიარდია, საიდანაც 70% მოზიდული იქნება სწორედ ამ ბანკებიდან, შეღავათიანი კრედიტის სახით, დანარჩენი თანხა კი დაფინანსებულია K-water-ის მიერ და 10% არის საპარტნიორო ფონდის შენატანი.

     

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები