სიახლეები
-
29 აგვისტო 2017
თქვენი რეკლამა
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები განხორციელდა
ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილზე მოახდინა საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება. თავდაპირველად, ტრაქტორებმა ვერტმფრენთან მისასვლელი გზა გაიყვანეს, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მისცემოდა, შემდეგ მოეწყო პლატფორმა მძიმე ამწისათვის, რომელმეც მოახდინა ვერტმფრენის ამოწევა და დატვირთვა საევაკუაციო გადამზიდზე. როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი „მი - 8“, წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა, რამაც გამოიწვია სამაშველო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.