მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2016

    კილაურიძე: დეველოპერები 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებზე არსებულ მოთხოვნას არ პასუხობენ

    არის თუ არა საქართველოში 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებზე დამატებით მოთხოვნა და როგორი ტენდენციებია ქვეყანაში, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" Colliers International-ის მმართველი პარტნიორი საქართველოში, ირაკლი კილაურიძე საუბრობს.

    - ამ დარგში ჩართული ბევრი სპეციალისტი აცხადებს, რომ საქართველომ ფსონი საშუალო კლასის სასტუმროებზე უნდა გააკეთოს, ბაზრის სტრუქტურა რამდენად გვაძლევს ამის საშუალებას?

    - მოთხოვნა 3 ვარსკვლავიან სასტუმროებზე ნამდვილად არსებობს. თუმცა მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხოვნას ჯერ-ჯერობით დეველოპერი არ პასუხობს. უფრო მეტი ტენდეცია 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებაშია, რაც ზოგადად განვითარებადი ბაზრებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მეტი შესაძლებლობა, და უფრო მეტი ამონაგები ინვესტიციაზე, სწორედ 3 ვარსკვლავიან სასტუმროშია შესაძლებელი.

    - როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში ამ ყველაფრის წახალისება?

    - ამას თვითონ ბაზარი დაარეგულირებს. ვფიქრობ, რომ დეველოპერები მიხვდებიან, რომ 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროები, ის პროექტები, რომლებიც უკვე ჩაშვებულია საკმაოდ დიდ მიწოდებას შექმნის, რაც აუცილებლად საფასო შედეგებზე აისახება. ყველაზე კარგი მარეგულირებელი ამ შემთხვევაში ბაზარი იქნება.

    - კონკრეტულად ციფრებმა რა გვიჩვენა?

    - ჯამში რომ შევხედოთ, 2015 წლის ბოლოს თბილისის ბაზარს დაახლოებით 6 000 ოთახი ჰქონდა და 2-3 წელიწადში კიდევ 3000 ემატება, ანუ ბაზარზე მიწოდება 50 პროცენტით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ თუ დავაკვირდებით, ტურიზმიც საკმაოდ მზარდია და ვფიქრობთ, რომ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები შეიძლება ცოტა ქვევით წამოვიდეს. დატვირთვა ისევ საკმაოდ ძლიერი იქნება, შარშან საშუალოდ დაახლოებით 72 პროცენტი იყო და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში ისევ პატარა დეფიციტი იქნება.

    - შეგვიძლია ცალსახად ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში რეგიონში ლიდერია?

    -კი, საქართველო ტურისტებისათვის ნამდვილად ძალიან მიმზიდველია და არა მარტო ტურისტებისათვის, სხვა სასტუმროს მომხმარებლებისთვისაც იქნება ეს ბიზნესი თუ სხვა მიმართულება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხშირად დეველოპერი ინვესტორი ბევრ შეცდომას უშვებს ხოლმე საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების დროს. პირველი, რაც უნდა გავიაზროთ არის ის, რომ ეს არ არის რაღაც მოკლევადიანი კონტრაქტი, ესაა მინიმუმ 15-20 წლიანი კონტრაქტი. ჩვენ რომ ვთქვათ 15-20 წლის წინ რას ვაკეთებდით და იქიდან გადმოვიხედოთ დღეს, ნამდვილად არ გვეცოდინებოდა. აქ თავიდანვე მოლაპარაკებების დროს სპეციალისტები არიან ჩასართავი, რომ გათვალისწინებულ იქნას მაქსიმუმ ის შესაძლო შედეგები, რომელიც 15-20 წლის შემდეგ დადგეს, რასაკვირველია 100 პროცენტით ვერ დავაზღვევთ, ყველა შესაძლებლობას ვერ განვიხილავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწორი კონსულტანტი გყავდეს გვერდზე და სწორ რაღაცეებს გირჩევდეს, რაში შეიძლება, რომ ოპერატორს დაეთანხმო და რაში -არა, რასაკვირველია სტრატეგიასაც, რომელიც დეველოპერსა და ინვესტორს აქვს.

     


პარტნიორები