მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  აგვისტო  2017

    ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს

    ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს. ტენდერში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის („ანაგი“, „დაგი“ და Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი) სწორედ კომპანია „ანაგის“ სატენდერო დოკუმეტაციის განხილვა მიმდინარეობს. შეთავაზებული უფრო დაბალი ფასის მიუხედავად, დარჩენილი ორი პრეტენდენტი ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

    თუ „ანაგის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციას სატენდერო კომისია სრულყოფილად ჩათვლის, კომპანიასთან 22.39 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდება და მშენებელიც ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობას დაიწყებს, – წერს Gbc.ge.

    რაც შეეხება სხვა კომპანიების დოკუმენტაციას, დაგი–ს მიერ შეთავაზებული თანხა 20,973 მილიონი ლარი, Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი–ს 20,979 მილიონი ლარი იყო.

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენებასთან დაკავშირებით ტენდერი 26 ივლისს გამოცხადდა, დოკუმენტაციის მიღება 12 აგვისტოდან დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდა. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა.

    სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 305 085 ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს.

    ახალი ტერმინალი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც პრემიერმა დააანონსა, ახალი ტერმინალი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება, გათვალისწინებულია სარკინიგზო ბაქანის აშენებაც.

    ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მზარდი ტურიზმის ფონზე ხდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.

    ქუთაისის აეროპორტის უპირატესობა თბილისის აეროპორტთან შედარებით არის ავიაკომპანიებისთვის დაწესებული დაბალი მოსაკრებელი, რის გამოც აღნიშნული აეროპორტიდან ე.წ. ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს რეისების შესრულება შეუძლიათ.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები