მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  აგვისტო  2017

    თბილისში სააკაძის მოედანს 60 ერთეული პარკირების ადგილი დაემატება

    თბილისში სააკაძის მოედანს 60 ერთეული პარკირების ადგილი დაემატება. ამ საკითხზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა. პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

    მამუკა მუმლაძის განმარტებით, სხდომაზე ტექნიკური საკითხები განიხილეს, მათ შორის: როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე – პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე „Bus lane”-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი.

    „პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45-გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით“,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

    პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გამართა. დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო.

    პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

     

     

     

     


პარტნიორები