მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  აგვისტო  2017

    პეკინის ქუჩაზე 900-მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა

    თბილისის საბურთალოს რაიონში, პეკინის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ველობილიკი მოეწყობა. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, ველოსიპედებისთვის დაახლოებით 900- მეტრიანი ზოლი გამოიყოფა, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

    „პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900-მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

    პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გამართა. დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო.

    პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

     

     

     


პარტნიორები