სიახლეები
-
09 აგვისტო 2017
თქვენი რეკლამა
სახლს, სადაც დონალდ ტრამპი ცხოვრობდა დღეში 725 დოლარად აქირავებენ
ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში მდებარე სახლი, სადაც დონალდ ტრამპმა ბავშვობა გაატარა, Airbnb-ზე ქირავდება. ამის შესახებ Newsday-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ის დღეში 725 დოლარად ქირავდება. სახლი მიმდინარე წლის მარტში 2,14 მილიონ დოლარად გაიყიდა.
განცადებაში ნათქვამია, რომ სახლში 17 ლოგინია, ხოლო ცხოველების შეყვანა და ხმაურიანი წვეულებების მოწყობა აკრძალულია. გარდა ამისა, მისაღებში აშშ-ის პრეზიდენტის ქაღალდის ფიგურაა მოთავსებული.