მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აგვისტო  2017

    ჩუღურეთის რაიონს ახალი სკვერი შეემატება

    თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბაქოს ქუჩის N1-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, ხოლო პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონი, რომელიც კაუჩუკის რბილი იატაკით მოეწყობა.


    ​როგორც “სითი კვირას” გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები შპს „არადელმა“ რამდენიმე დღის წინათ დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
    ​მათივე ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე, მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ფიტნეს ტრენაჟორები დაამონტაჟა.
    ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს 6 ახალი სკვერი შეემატება.

     

     

     

     


პარტნიორები