მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აგვისტო  2017

    თბილისში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

    თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის VI მკ/რ-ში, ყოფილი 183-ე ბაღის მიმდებარედ, 2 700 კვ.მეტრამდე ტერიტორიაზე, შვიდჯგუფიანი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ბაღში 2 ბაგის და 5 სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 50-მდე ადამიანი. ბაღის მშენებლობა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 280-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

    ნუცუბიძის VI მკ/რ-ში არსებული ძველი, #183-ე ბაღის შენობაში ამჟამად, 90-იან წლებში შესახლებული, იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.
    მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძე.

    როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი ბაღის შენობა იქნება თანამედროვე, დაახლოებით 300 ბავშვზე გათვლილი, ენერგოეფექტური და კომფორტული, იმისათვის, რომ პატარები ღირსეულ გარემოში გაიზარდონ,
    “ახალი ბაღი მოემსახურება ნუცუბიძის VI მკ/რ-ნის ახლო ტერიტორიებზე მდებარე სახლების ძალიან ბევრ მაცხოვრებელს, რომლებსაც ბავშვები ან საერთოდ არ დაჰყავთ ბაგა-ბაღში, ან შორ მანძილზე უწევთ მათი ტარება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
    ​მისივე თქმით, ნუცუბიძის VI მკ/რ-ნი ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა საბავშვო ბაღებზე, სწორედ, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა ტერიტორია ახალი ბაღისთვის.

     

     

     

     

     


პარტნიორები