მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აგვისტო  2017

    თბილისის ზღვაზე მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

    თბილისის ზღვაზე მცირე ჰესის პროექტის განხორციელებას კომპანია "აქუა ენერჯი ჯორჯია" გეგმავს. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის "თბილისის ზღვის ჰესის" თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა "საქმის კურსის’’ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საუბარია ძალიან მცირე, დაახლოებით ნახევარმეგავატიან ჰესზე, რომელიც შესაძლებელია თბილისის ზღვაზე აშენდეს.

    "ეს არის მხოლოდ კვლევის მემორანდუმი. 6 თვის შემდეგ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კვლევები, რის შემდგომაც მოხდება განხილვა ,რამდენად შესაძლებელია იქ ჰესის მშენებლობა", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

     

     

     


პარტნიორები