მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2016

    კურორტ საწირეზე ველობილიკები, სპორტული კომპლექსები და სასტუმროები განთავსდება

    კურორტ საწირეს ბიზნესგემის მომზადება და საინვესტიციო პაკეტების შემუშავება- ამ მიზნით ბიზნეს სკოლა ESM-ის სტუდენტები კურორტ საწირეს ესტუმრნენ და განვითარების პროექტზე დაიწყეს მუშაობა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საწირეს განვითარების ფონდის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე სუდენტებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. ბიზნეს სკოლის 25-ი სტუდენი კურორტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო, რის შემდეგაც ისინი ბიზნესგეგმის მომზადებასა და საინვესტიციო პაკეტების შემუშავებას შეუდგებიან.

    ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე გამაჯანსაღებელ კურორტზე ამჟამად კოტეჯებისა და გესტ-ჰაუსების მშენებლობა-რეკონსტრუქცია საწირეს განვითარების ფონდის ეგიდით მიმდინარეობს.

    აქვე, იგეგმება ველობილიკების, სპორტული კოპლექსების და სასტუმროს მშენებლობა.

     


პარტნიორები