მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აგვისტო  2017

    სასტუმრო თორის დემონტაჟი აგვისტოში დაიწყება

    თბილისში სასტუმრო თორის დემონტაჟი აგვისტოში დაიწყება, - ამის შესახებ GBC-ს ბლოკ ინვესტის დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა.

    სასტუმრო „თორის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაფინანსების და დონორების ხელშეკრულებების დროში გაწელვის გამო გაჭიანურდა.

    კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თითქმის დასრულდა სამ ფინანსურ ინსტიტუტს შორის ხელშეკრულებების გაფორმება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში საინვესტიციო პორტფელის ფორმირება დასრულდება და სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა.

    ჯანაშვილი პროექტში მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ასახელებს.

    მისივე თქმით, პროექტი არ შეცვლილა, სასტუმროს ბრენდი კვლავ Park Inn by Radisson - ის იქნება და ინვესტიციის ჯამური მოცულობაც $25 მილიონია.

    Park Inn by Radisson 200 ნომერს, კაფე- რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს გააერთიანებს.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები