სიახლეები
-
31 ივლისი 2017
თქვენი რეკლამა
ქობულეთში 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდა
აჭრის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. აუქციონზე ქობულეთში მდებარე 29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ფასი 1 600 000 ლარია.
დასახელება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ში მდებარე 29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.01.104), პრივატიზების მიზნით, პირობებიანი აუქციონი.
პროექტში, არანაკლებ 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელდეს და 200 ნომრიანი სასტუმრო აშენდეს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულების ობიექტები და საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში;