მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ივლისი  2017

    თბილისში ასფალტის საფარის ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო

    ბრიტანული კომპანია „Asi Solutions“-ის ექსკლუზიურმა პარტიორმა B.N.G-მ საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგია - Rinophalt-ი შემოიტანა, რომელიც გულისხმობს, სპეციალური ტექნიკით ხსნარის მოსხმას ასფალტის ზედაპირზე, რაც აღწევს ბიტუმში და აღადეგნს ასფალტის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობას. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარი შექმნილია ზედაპირული დაზიანებების შესამცირებლად. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ასფალტის საფარს 50%-ით უხანგრძლივდება სიცოცხლისუნარიანობა.


    ხსნარის გადასხმა ხორციელდება მარტივი ტექნოლოგიით; მოსხმიდან 1 საათში შესაძლებელია საავტომობილო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. ხსნარი წარმოქნის მემბრანას რომელიც აყოვნებს მის გაფუჭების პროცესს, რაც გამოწვეულია ცვეთისა და გარემოფაქტორების ზემოქმედებით. აღსანიშნია, რომ სპეციალური ხსნარით დამუშავების შემდეგ 88%-ით მცირდება ნახშირბადის გამოყოფა. ასფალტის საფარის სიცოცხლისუნარიანობის პროპორციულად მცირდება გზის მოვლა-პატრონობის ხარჯები და დაუგეგმავი სარეაბილიტაციო ჩარევა.


    პროდუქცია იწარმოება დიდ ბრიტანეთში და გამოიყენება ურბანულ და საქალაქთაშორისო გზებზე, აეროპორტებში, სატესტო ტრეკებზე და პორტებში. ტექნოლოგია აპრობირებულია მთელს მსოფლიოში მათ შორის ისეთ მოწინავე ქვეყნებში როგორიც არის :აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, მალაიზია, სინგაპური, ვიეტნამი, ისლანდია, ესპანეთი და პორტუგალია.

    კომპანიამ B.N.G. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, ვაჟა ფშაველას გამზირის მცირე მონაკვეთზე უკვე განახორციელა ასფალტის დამუშავება ზემოაღნიშნული მეთოდით.


    საჩვენებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გივი კუბლაშვილი, ბრიტანული კომპანია „Asi Solutions”-ის ოფიციალური წარმომადგენლები როგორც ბრიტანეთიდან ასევე ჰოლანდიიდან და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.

     

     

     

     

     


პარტნიორები