სიახლეები
-
27 ივლისი 2017თქვენი რეკლამა
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს
თბილისის მერი დავით ნარმანია საჭიროდ მიიჩნევს, სამშენებლო ობიექტებზე გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის მინიმალური მოთხოვნებია ობიექტს შემოვლებული ჰქონდეს სპეციალური ბადე და ხარაჩოები შესაბამისად იყოს აწყობილი.
დედაქალაქის მერის შეფასებით, სამშენებლო კომპანიები ხშირად დაუდევრად იქცევიან, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება, ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგულაციებზე.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა და კომპანიებს მოუწოდა გაუფრთხილდნენ მათ მიერ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლეს.
“რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, ობიექტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბადეები ჰქონდეს და ხარაჩოები შესაბამისად აწყობილი იყოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს საკითხები მოწესრიგებული არ არის”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.



