მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივლისი  2017

    სოფელ სალხინოში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს უბანში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.


    მარტვილის გამგეობის ცნობით, წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 407 449 ლარი დაიხარჯება.


    „პროექტის ფარგლებში 1720 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. პროექტი ასევე წყალამრიდების და მილხიდების მოწყობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი“ ასრულებს, 15 ადგილობრივია დასაქმებული. ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა", აღნიშნულია მარტვილის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პარტნიორები