მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივლისი  2017

    თბილისის რამდენიმე ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

    სააღმზრდელო წლის დასრულებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღებში სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა შეიცვალა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე სახურავი შეეცვლება, ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი განახლდება.


    სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის N26 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, სადაც საყრდენი კედელი შენდება. ბაღის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გრუნტი იშლებოდა და ნაყარი მიწა შენობის უკანა გასასვლელებით სარგებლობას აფერხებდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა მუდმივად გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის შემდეგ, განახლდება ბაღის ეზოს ეს ნაწილიც.


    ​მათივე ინფორმაციით, სიახლე დახვდებათ თბილისის N87-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსაც – სექტემბრიდან პატარები ეზოთი ისარგებლებენ. ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა არასტანდარტულია, აქ მხოლოდ 5 ჯგუფი ფუნქციონირებს, მისი ეზოს მდებარეობა კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა, რის გამოც აქ საყრდენი კედელი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე აშენდა. სამუშაოების ყველაზე მასშტაბური ნაწილი უკვე დასრულებულია, ორანჟერეის ტიპის ეზო უსაფრთხოების მიზნით, გადაიხურება, შიგნით კი გასართობი და ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყობა.


    საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის რაიონში მდებარე N75-ე საბავშვო ბაღშიც. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, განახლდება ეზო და ბავშვთა სათამაშო მოედანი.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები