მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივლისი  2017

    ქალაქის ქვემოთ გვირაბის მშენებლობის საკითხი განიხილება

    თბილისის შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთი პროექტი მიწისქვეშა გვირაბს ითვალისწინებს. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე „ანალიტიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროექტში გათვალისწინებული იქნება, როგორც რკინიგზის ინტერესები ასევე ეკოლოგიური საკითხების. გუნცაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

    „თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით განხილული იყო რამდენიმე ვარიანტი, ახლა ეს პროექტი დაკონსერვებულია. იგი მთავრობის მსჯელობის საგანიც გახდა. ჩვენი ხედვა და არგუმენტები წარმოვადგინეთ, ქალაქის მერიას თავისი ხედვები ჰქონდა. ეს პოზიციები შეჯერდა და რამდენიმე ოპტიმალური ვარიანტი გამოიკვეთა, საიდანაც საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს პერიოდში გამოიტანენ. ის ტერიტორია, რომელიც ქალაქს გამოთავისუფლებისთვის სჭირდება, აუცილებლად გამოთავისუფლდება, რომ აღნიშნული ნაწილზე ურბანული განვითარება მოხერხდეს, თუმცა ეს რკინიგზის ხარჯზე არ მოხდება, რადგან როდესაც ჩვენ ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ და ქვეყანაში ვზრდით გამტარუნარიანობას, ბუნებრივია, ამ დროს არ შეიძლება რკინიგზის რაღაც მონაკვეთზე გამტარუნარიანობა შემცირდეს.

    ძალიან რთული იყო პროექტის კორექცია, პროცესში უცხოური კომპანიები ჩაერთვნენ, რომლებმაც საკონსულტაციო საქმიანობა შეასრულეს. ქალაქის ქვემოთ გვირაბის მშენებლობის საკითხი განიხილება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარიანტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ამ პროექტის ფორმირების და დაწყების ერთ-ერთი მოტივაცია ეკოლოგიური საკითხი იყო, რომელიც გათვალისწინებული იქნება, ასევე ურბანულ და რკინიგზის ინტერესებსაც გაითვალისწინებენ.

    ერთ-ერთ კომპრომისულ ვარიანტად გვირაბის საკითხი იქნა გამოტანილი, ბოლო დეტალები მუშავდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს“, - ამბობს კოკა გუნცაძე. 

     

     

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები