სიახლეები
-
04 ივლისი 2017
თქვენი რეკლამა
უკანონო მშენებლობები ქობულეთში
უკანონი მშენებლობები ქობულეთში. ვერულიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა ავტოფარეხების ხარჯზე ორსართულიანი შენობების მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთახმება არ ჰქონიათ. გარდა ნებართვისა, მათ არც საპროექტო ნახაზი აქვთ. ობიექტების მესაკუთრეები ჩვენთან სატელეფონიო საუბარს თავს არიდებენ, ქობულეთის გამგეობაში კი აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას იმ დრომდე არ მისცემენ, ვიდრე საჭირო დოკუმენტაციას არ წარადგენენ და მშენებლობა კანონს ფარგლებში არ მოექცევა. ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობები ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში მიმდინარობს, ამიტომ მისი დროულად გამოვლენა შესაბამისმა სამსახურმა დროულად ვერ გამოავლინა. ფაქტის შესახებ ტვ25 მოქალაქეებმა აცნობეს, თუმცა დღეს კამერების წინ საუბარს თავი აარიდეს.