სიახლეები
-
03 ივლისი 2017
თქვენი რეკლამა
"ანაკლიის პორტში ტერმინალის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება
ანაკლიის პორტში ტერმინალის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესებულია საერთაშორისო კომპანია ACS, რომლის წარმომადგენელსაც მიმდინარე წლის ზამთარში საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვდა. კომპანიამ მაშინვე გამოხატა პროექტში ჩართვის ინტერესი. თუმცა, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ სახმელეთო სამუშაოების კონტრაქტორი შერჩეული არ არის და ამ მიმართულებით კონკურსის გამოცხადებას აპირებენ. ლევან ახვლედიანის თქმით, პორტის მშენებელი პარტნიორი 3-5 თვეში შეირჩევა.
"მშენებლობა არის გაყოფილი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი არის საზღვაო, რაც გულისხმობს დაღრმავებას, მისადგომის მშენებლობას. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორია ჰოლანდიური კომპანია Van oord, რომელთანაც უკვე შეთანხმება მიღწეულია.
საქმე ისაა, რომ მშენებლობის პროცესი საზღვაო სამუშაოებით იწყება. გარკვეული სამუშაოები უნდა შეასრულოს Van oord-მა იმისთვის, რომ სახმელეთო სამუშაოების დაწყების საშუალება მოგვეცეს. აქ ჯერ არ შეგვირჩევია კომპანია. ერთ-ერთი დაინტერესებული კომპანია ნამდვილად არის ACS. ვაპირებთ, საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას. დარწმუნელებულები ვართ, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას",- აცხადებს ლევან ახვლედიანი.
მისი განმარტებით, სახმელეთო სამუშაოების ინტენსიურად დასაწყებად საზღვაო სამუშაოები უნდა დასრულდეს. ამასთან, უნდა მოხდეს სახმელეთო ნაწილის ამაღლება - რეკლამაცია.