მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ივლისი  2017

    წავკისში რეაბილიტაცია 14 ქუჩას ჩაუტარდება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე, წავკისში კაპიტალურად კიდევ 14 ქუჩა შეკეთდება. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. ასფალტის საფარი დაიგება გურამიშვილის ქუჩაზე 2 430 კვ. მეტრის ფართობზე, მოეწყობა 315 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი. ამაღლების ქუჩაზე კი 5 022 კვ. მეტრზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

    სამუშაოები უკვე დასრულდა იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი 5 600 კვ. მეტრის ფართობზე დაიგო, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო 187 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი.

    წავკისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა.

    დედაქალაქის მერის თქმით, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
    „ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოწესრიგების შესახებ შესრულებულია. რამდენიმე დასახლებაში გზები პარალელურ რეჟიმში კეთდება და სანიაღვრე სისტემა ეწყობა. ინფრასტრუქტურა იქნება უფრო გამართული და ეს დასახლებები საცხოვრებლად გაცილებით მიმზიდველი გახდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები