სიახლეები
-
01 ივლისი 2017თქვენი რეკლამა
"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია
"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია",- ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განაცხადა.
"წლის ბოლოს იქნება ეს პროექტი დასრულებული. რკინიგზა არ არის ამ პროექტის ოპერატორი. ბაქო-ყარსი ცალკე კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ამ პროექტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნება პროექტი, ამის შემდეგ გადმოეცემა საქართველოს რკინიგზას საოპერაციოდ.
სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია. მიმდინარეობს ბოლო ეტაპი ამ სამუშაოებისა. ჩემი ინფორმაციით, წლის ბოლოს დასრულდება თურქული ნაწილიც",-აცხადებს კოკა გუნცაძე.



