სიახლეები
-
30 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
სოფელ ჭოღაში ასფალტირებული გზა იგება
მეორე ჭოღაში საავტომობილო გზის 4–კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო – ბეტონის საფარით მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 639 745 ლარით,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 032 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი" ასრულებს . დასაქმებულია 20–ამდე მუშა–ხელი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.