სიახლეები
-
30 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში შესაძლოა ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხანა აშენდეს
შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული, კერძოდ საუბარია ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენებაზე, რისთვისაც რამდენიმე ადგილი შეირჩა, მათ შორის თბილისშიც.
როგორც „სითი კვირას“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად სად გადაწყდება ქარხნის აშენებ. კომპანია იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე და გამოუშვებს მატარებლებს და მატარებლის ვაგონების. ასევე ჩაატარებს სარემონტო სამუშაოებს, ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით მიღებს საექსპორტო შეკვეთებსაც.
მატერებლების წარმოებაში მსოფლიო ლიდერმა, შვეიცარიულმა კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯიმ“ (Stadler Rail AG) საქართველოში ქარხნის ასაშენებლად მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც „შტადლერის“ პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
როგორც პრემიერი განმარტავს, მემორანდუმის მიხედვით, კომპანია საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს. ეს იქნება რეგიონალური შვილობილი კომპანია, რომელიც მატარებლებს და მატარებლის ვაგონებს ააწყობს და ექსპლუატაციაში ჩაუშვებს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს კომპანიას საქართველოში პროექტის განხორციელებაში.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება ასეთი დონის კომპანიის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმზიდველია ისეთი მაღალი პროფილისა და რეპუტაციის მქონე კომპანიებისთვის, როგორიცაა „შტადლერ რეილ ეი ჯი”.




