მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მაისი  2016

    ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტზე შეზღუდვა, შესაძლოა გენგეგმის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩეს

    ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდა. თემაზე "საქმიან დილასთან“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საუბრობს.

    - ბატონო დიმიტრი, ზოგადად რას ნიშნავს K2 კოეფიციენტი და მისი შეზღუდვა?

    - ქალაქი დაყოფილია ზონებად, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ფუნქციით შეიძლება აშენდეს ქალაქში შენობები და მათ ასევე ე.წ. ინტენსივობის კოეფიციენტები ებმის. მათემატიკურად მაგალითისთვის მოგიყვანთ 1000 კვადრატული მიწის ნაკვეთზე სამი კოეფიციენტი არსებობს კ1, კ2, კ3. კ1 კოეფიციენტი არის რა ფართის აშენება შეიძლება, მაგალითად 1000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე არა უმეტეს 500 კვადრატულის მოშენების უფლება გექნებათ, თუ 50 პროცენტიანია.

    K2 ამ ნაკვეთზე განლაგების სიმჭიდროვეს ნიშნავს. K3 კი გამწვანების კოეფიციენტია, პრაქტიკულად K2 კოეფიციენტი შენობის სიმაღლეს და სიგანეს განსაზღვრავს გარკვეულ ტერიტორიებზე, ანუ მოსახლეობის სიმჭიდროვეს. როდესაც გადამეტება ხდება იმ დაწესებული ზონების შემდგომ, რომელიც არსებობს ნიშნავს რომ გარკვეულ ტერიტორიაზე იმ მოსახლეობაზე მეტი რაოდენობის დასახლება ხდება, ვიდრე მიზანშეწონილია. ეს კი გამოიწვევს ავტომობილების, ადამიანების ჭარბ რაოდენობას, სართულიანობის გადამეტებას, რაც პრაქტიკულად ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვქონდა.

    - ნიშნავს თუ არა ეს ვითარება იმას, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში მშენებლობები აღარ იქნება?

    - ეს მცდარი შეხედულებაა. მშენებლობები მოხდება იმ ზომა-წონით, რა შესაბამისობითაც დასაშვებია, ანუ რაც ქალაქგეგმარებითი ნორმებით და წესებით მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია. საუბარია, რომ მხოლოდ და მხოლოდ გადამეტება არ იქნება და ესეც მხოლოდ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ეხება. ბიზნესი სწორად აღნიშნავს, რომ ეს გარკვეული მცდელობაა, რომ აქცენტი ქალაქის პერიფერიულ ნაწილზე გადავიდეს, სადაც ტერიტორიის განვითარება და განაშენიანება მოხდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ცენტრალურ ნაწილში ფასები საკმაოდ დაეცა იმ გარემოების გამო, რაც დღეს გვაქვს.

    - თქვენი განცხადებით, K2 კოეფიციენტი გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა და როდესაც ეს გარდამავალი პერიოდი გადაივლის, მაშინ რა მოხდება, ეს ღონისძიება დარჩება?

    - გარდამავალი პერიოდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქალაქის არქიტექტურის სამსახური და ურბანული სამსახური ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ველოდებით. ეს არის გენგეგმის დასრულება. დაახლოებით ათ თვეში ეს დოკუმენტი დასრულებული იქნება. შეჩერება აუცილებელი გახდა. ზონები შეიძლება გადაიხედოს, მაგრამ ჩემი აზრით, გადამეტების მექანიზმი დაშვებული აღარ იქნება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ განისაზღვროს და ძალიან შემცირდეს იმ გამონაკლისების შემთხვევების არსებობა და ყველა ერთი გაწერილი წესით მიდიოდეს.

     


პარტნიორები