მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ივნისი  2017

    მსოფლიოში პირველად, ჩინეთში "ტყის ქალაქის" მშენებლობა იწყება+ფოტოები

    2020 წლისთვის ჩინეთი გეგმავს მსოფლიოში პირველი "ტყის ქალაქი" ააშენოს. ფუტურისტულ ქალაქში 30 ათასი ადამიანი იცხოვრებს და 40 ათასი ხე იქნება. გარდა ხეებისა, ქალაქში იგეგმება მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის გაშენება, რომლებიც წელიწადში ათი ათას ტონა ნახშირორჟანგსა და დაახლოებით 60 ტონამდე დამაბინძურებელ ნივთიერებებს გადაამუშავებენ.

    გარდა იმისა, რომ მცენარეები ქალაქის სუფთა ჰაერით უზრუნველყოფას მოახდენენ, ქალაქში იცხოვრებს ათასობით ფრინველი, მწერი და მცირე ძუძუმწოვრები.

    ტყის ქალაქის პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ შექმნა.

     

     

    წყარო: GEONEWS.GE

     

     

     

     


პარტნიორები