მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ივნისი  2017

    ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება

    კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება.


    აღნიშნული პროექტის განსახილველად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

    სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზისა და და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების აღდგენას.

    „გარდა ამისა სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.

    პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.

    პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“,-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

     

     

     

     


პარტნიორები