მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ივნისი  2017

    გორში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

    ქალაქ გორში, ვერხვების დასახლებაშიე.წ. ,,სამხედრო ბინების“ წინ, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

    პროექტი, რომლის განხორციელებას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ, გასულ წელს თვით მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა და მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 57 200 ლარით დაფინანსდა.

    სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტაო“ ასრულებს.

    პროექტით, რომელიც ქალაქ გორის მერიის არქიტექტორების მიერ შემუშავდა, გათვალისწინებულია 630 კვადრატულ მეტრის ფართობზე არსებული გრუნტის მოსწორება, სკვერისთვის საყრდენი კედლისა და კიბის საფეხურების, საპარკე მერხების, დეკორატიული ქვაფენილისა და განათების მოწყობა, ბავშვთა სათამაშო მოედანზე სასრიალოების, საქანელებისა და აიწონა-დაიწონას დამონტაჟება.

    სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას სკვერთან ერთად ეზოს მოასფალტებისა და სპორტული მოედნის მშენებლობის საკითხის გადაჭრასაც დაჰპირდა.

     

     

     

     

     


პარტნიორები