სიახლეები
-
29 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ლისის ტბის მიმდებარედ კინოქალაქის მშენებლობა იგეგმება
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ კინოქალაქის მშენებლობა იგეგმება. პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მოთხოვნით თბილისის მერიას მიმართეს.
როგორც ოფიციალურ განაცხადშია მითითებული, ტერიტორიით დაინტერესებულები არიან პროფესიონალი კინომატოგრაფისტები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს წარმოადგენენ.
მათ აქვთ სურვილი, ტერიტორიაზე განათავსონ კინოქალაქი - პროფესიული კინო სკოლა.
30679 კვ.მ ტერიტორიაზე დაგეგმილია, კინოდარბაზებისა და სტუდენტური საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.
"კინოქალაქი მოემსახურება კინოკულტურის განვითარებას, საზოგადოებაში ამ კონკრეტული დარგის პოპულარიზაციას. მომავალ თაობის დაინტერესებას კინომატოგრაფიით და შესაბამისად პროფესიონალი კინომატოგრაფების აღზრდას",- ნათქვამია განაცხადში.
პროექტით დაგეგმილია, არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, სტუდენტური საცხოვრებლის და ორი პავილიონის მშენებლობა. სპორტული მოედნების, სარეკრეაციო სივრცეების და მოწესრიგებული ღია ავტოსადგომების მოწყობა.
საკითხი უკვე განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, რომელმაც ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პროექტს მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულომაც.