სიახლეები
-
27 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულდა
თბილისის ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს ერთი ზოლი დაემატა. ამგვარად დასრულდა უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე სავალი ნაწილი 1 მეტრითა და 70 სმ-ით გაფართოვდა, რაც ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს.
“გზას ერთი ზოლი დაემატა, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ”, – განაცხადეს გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა “სილქნეტის”, “მაგთისა” და “ახალი ქსელების” მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე ქსელი. გადაადგილდა ბილბორდებისა და განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისმა“ შეასრულა.