სიახლეები
-
26 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
დეველოპერები ლარში ფასდადებისთვის ემზადებიან
დეველოპერები ლარში ფასდადებისთვის ემზადებიან.
მსხვილი დეველოპერული კომპანიის „M2 -უძრავი ქონების“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, რომ ფასების ლარში გამოცხადება კომპანიას ბუღალტრულ სამუშაოს გაუზრდის, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონტრაქტებში ფასის დაფიქსირება შესაძლებელია კვლავ დოლარში ან ევროში, რაც აქამდეც ასე იყო, ანგარიშსწორება კი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში ხდება.
„მომხმარებელი წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რომ ლარში კონკრეტულ შეთავაზებას, რასაც მომხმარებელი მიიღებს, ექნება გარკვეული ვადა. თუ ამ ვადებში მოიფიქრა და იყიდა ბინა, მისთვის არაფერი შეიცვლება. მაგრამ, თუ ამ ვადაში ვერ ჩაეტია და კურსი შეიცვალა, შემდეგ, რა თქმა უნდა ლარებშიც შეიცვლება ფასი. მომხმარებელს ჩვენ წინასწარ გავაფრთხილებთ და ამიტომ ამ მხრივ უკმაყოფილებას არ ველოდებით“, - ამბობს დეველოპერი.
ბურდილაძე აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის მსყიდელუნარიანობაზე გავლენა იქონია და ბაზრის საპასუხო რეაქციით, ფასები მცირედით შემცირდა, თუმცა ამავე დროს გაიაფდა სამშენებლო მასალებიც და მშენებლობის ღირებულება.
„ამან ჩვენ საშუალება მოგვცა გარკვეულწილად დაგვეწია ფასები და მოვრგებოდით ახალ ეკონომიკურ რეალობას. ფასები დაახლოებით 5%-ით შემცირდა და დაახლოებით ანალოგიურადვეა შემცირებული სამშენებლო ღირებულებაც”, - აღნიშნავს დეველოპერი.
საშუალოდ 1 კვ.მ საბურთალოზე $1000-1100 ღირს, უფრო ცენტრალურ უბნებში, მაგალითად ჭავჭავაძეზე $1500-მდე ადის.
M2-ში მოთხოვნის ზრდაზეც აღნიშნავენ. 2016 წელს თბილისში განხორციელდა 21,000 ტრანზაქციაზე მეტი, მაშინ როდესაც 2015 წელს იყო 18,500. ამას გარდა გაზრდილია ახალი ბინების წილი.




