მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ივნისი  2017

    დარჩელი-განმუხურის გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5450 მეტრი, სიგანე კი 6 მეტრია. იგება არმირებული ბეტონის საფარი. გზის საფარის დაგების პარალელურად მოსახლეობის ჭიშკრების მისადგომებიც მობეტონდება. გზის სამშენებლო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 675 571 ლარია.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები