სიახლეები
-
26 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ფარავნის ქუჩაზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ფარავნის ქუჩაზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის მცხოვრებლები ახალი კეთილმოწყობილი გზით ივლისიდან ისარგებლებენ.
ფარავნის 450 კვ. მეტრის ფართზე მოიხსნა ამორტიზებული რიყის ქვა, მოეწყო გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც დაიწყო ქვაფენილის დაგება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, შპს „სკინჩმა“ კი ასფალტის საფარის დაგება ერისთავის და ნათიშვილის ქუჩებზე დაასრულა. ორივე ქუჩის საერთო ფართობი 1650 კვ. მეტრია. ჩუღურეთის რაიონში, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე ასფალტის საფარი და ქვაფენილი 18 ქუჩაზე დაიგო