სიახლეები
-
26 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის ზღვაზე "მწვანე ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი ჯერ არ დაწყებულა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ეკო ქალაქის" მშენებლობისთვის „ჯინო გრუპი" შესაბამისი კვლევების დასრულებას ელოდება. როგორც კომპანიის დირექტორი რამაზ მიქაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ივლისის მეორე ნახევარში ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და გეგმავენ მეორე და მესამე ეტაპის ერთდროულად დაწყებას. მიქაძის თქმითვე, პროექტის პირველი ეტაპი ჯინო პარკის მშენებლობა იყო.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს - RESORT, ინოვაციური პროექტს, ბიზნესკლასის აპარტოტელს მრავალფუნქციური მომსახურებით, ბუნებრივად გამწვანებული ტერასებით, უახლესი ტექნოლოგიების სისტემებით და საუკეთესო ხარისხის სამშენებლო-სარემონტო მასალებით, ზღვისა და ტყის ულამაზესი ხედებით.
მასშტაბური პროექტი სრულდება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის გაშენებით თბილისის ზღვის მიმდებარედ 250 ჰექტარი მიწის ფართობზე. ეკო-ქალაქის მშენებლობა 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი მილიარდ დოლარამდეა.
„ჯინო გრუპი" ევროპასა და საქართველოში ველნეს სასტუმროების, აკვა პარკების და აპარტოტელების დეველოპერული კომპანიაა, რომლის ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "GINO GREEN CITY" .