მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივნისი  2017

    მსოფლიოს ყველაზე დიდი ტექნოპარკები - როგორ იქმნებოდა ტექნოლოგიური ქალაქები სხვადასხვა ქვეყნებში

    ტექნოპარკები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უკვე ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება. ამჯერად გთავაზობთ ყველაზე დიდი ტექნოპარკების შექმნის ისტორიას.

     

     

     

    1.კიოტო, იაპონია

     

    ტექნოპარკი იაპონიის ძველ დედაქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების და მსხვილი კომპანიების მიერ შეიქმნა. პარკს მართავს სპეციალური კორპორაცია, რომელიც შედის ჯგუფ Osaka Gas-ში . 5,6 ჰექტარ ტერიტორიაზე მუშაობს IT, ბიოტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიმართულებით მომუშავე 350 კომპანია. ტექნოპარკში დასაქმებულია 4 500 ადამიანი.

     

     

     

    2.შენჩჟენი, ჩინეთი

     


    შენჩჟენის მეცნიერულ-სამრეწველო პარკი ჩინეთის სამხრეთში, 1980 წელს ადგილობრივი უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ დაარსდა. ქალაქში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა დასავლური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. პარკის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა ჰონკონგთან მისმა სიახლოვემ. შედეგად შენჩჟენი გახდა ჩინეთის ლიდერი ელექტრონიკის და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტში. ტექნოპარკის ინვესტორებს შორის არიან ისეთი მსხვილი კორპორაციები როგორებიცაა - Huawei, ZTE, Lenovo, IBM, Philips, Compaq, Epson და ა.შ.

     

     

     

    3. სინჩჟუ, ტაივანი

     


    ეს ტექნოპარკი 1980 წელს შეიქმნა. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტრის შექმნაზე მთავრობამ გამოყო 600 ჰექტარი მიწა და 500 მლნ დოლარი. პირველი ინვესტორები იყვნენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Acer და Mitac. ამჟამად პარკი შედგება 6 ნაწილისგან, საერთო ფართი - 1300 ჰექტარი. ამჟამად იქ მუშაობს 500 კომპანია და 150 000 ადამიანი, მათ შორის 4000 მეცნიერებათა დოქტორი. პარკში მომუშავე კომპანიების ყოველწლიური შემოსავალი შეადგენს 32 მლრდ დოლარს. პარკში ძირითადად ამუშავებენ პროექტებს ისეთ დარგებში როგორც ინტეგრალური სქემები, ოპტიკური ელექტრონიკა და ბიოტექნოლოგიები.

     

     

    4. ბანგალორი, ინდოეთი

     

    შეიქმნა 1970-ანი წლების ბოლოს სახელმწიფო კომპანიის KEONICS-ის მიერ, თუმცა ინტენსიური ზრდა დაიწყო მხოლოდ 90-ანებში მაღალტექნოლოგიური კომპანიების შესვლის შემდეგ. ტექნოპარკში მუშაობს 200 000 კაცი, საკუთარი წარმომადგენლობები გააჩნიათ ისეთ გიგანტებს როგორც HP, GE, Motorola, Siemens.

     

     

     

     

    5. ტრივანდრუმი, ინდოეთი

     


    ტექნოპარკი დაარსდა 1995 წელს შტატ კერალას ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით. ტექნოპარკში მუშაობს 350 კომპანია, დასაქმებულია 50 000 კაცი. საქმიანობის ძირითადი სფერო - IT- ინოვაციები.

     

     

     

     

    6.სოფია-ანტიპოლისი, საფრანგეთი

     


    ეს არის ერთ-ერთი პირველი ტექნოპარკი ევროპაში, რომელიც 1970 წელს შეიქმნა. ამჟამად იქ მუშაობს 2 200 კომპანია, დასაქმებულია 36 000 ადამიანი. ძირითადი მიმართულება - IT- ინოვაციები.

     

     

     

     

    7. მარმარა, თურქეთი

     


    პირველი თურქული ტექნოპარკი დაარსდა 1999 წელს კვლევით ცენტრ TUBITAK-ს ბაზაზე. პარკი უზრუნველყოფს დაინტერესებულ კომპანიებს ინფრასტრუქტურით ისეთი დარგების კვლევაში როგორც IT- ინოვაციები, ბიოტექნოლოგიები და ენერგეტიკა. რეზიდენტებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა შეღავათები.

     

     

     


    8.IDEON, შვედეთი

     


    სამეცნიერო პარკი შვედურ ქალაქ ლუნდში 2011 წელს გაიხსნა და ის გახდა დანიურ-შვედური ე.წ. „მედიკონის ველის" ნაწილი, სადაც თავმოყრილია სამედიცინო ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრები და ფარმაცევტული საწარმოები. პარკს მართავს კომპანია Ideon AB, იქ მუშაობს 350-ზე მეტი კომპანია.

     

     

     


    9. Kulim Hi-Tech Park, მალაიზია


    ტექნოპარკი მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კულიმში სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიის Vision 2020-ის ფარგლებში 1996 წელს გაიხსნა. დასაქმებულია 18 000 ადამიანი, პრიორიტეტული დარგებია - ელექტრონიკა, ალტერნატიული ენერგეტიკა, სამედიცინო აპარატურის წარმოება. ინვესტიციები პარკის განვითარებაში აღწევს წელიწადში 8 მლრდ დოლარს.

     

     

     

    10. საქმიანი კვარტალი One-North, სინგაპური


     

    ამ კვარტლის გენერალური გეგმის პროექტი ეკუთვნის ზახი ჰადიდის არქიტექტურულ ბიუროს. კვარტალი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, მათ შორისაა 2 ტექნოპარკი - Biopolis და Fusionopolis. პროექტის რეალიზაცია განახორციელა კერძო დეველოპერულმა კომპანიამ JTC Corporation სახელმწიფოსგან ყოველგვარი დახმარების გარეშე. Biopolis-ს სპეციალიზაციაა ბიოტექნოლოგიები და მედიცინა, Fusionopolis-ის - IT, ფიზიკა, და სხვა.

     

     

     

     

     

     

     

     

    სტატია მოამზადა     

     

    ავტორი: rbc.ru


პარტნიორები