სიახლეები
-
24 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
"შუახევი ჰესის " მშენებლობა დასრულდა
"შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით.
"შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე.
ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში. "შუახევი ჰესი" გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ადგილობრივი თემების განვითარების პროექტებში ჯამურად ჩართული იყო 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აფინანსებს საქართველოში ყველაზე დიდი ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობას გოდერძის საკურორტო ზონაში, ასევე, ხულოს სამკერვალო ქარხანას, სადაც 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.