მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მაისი  2016

    მეორად უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა მკვეთრად მცირდება

    მეორად უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა მკვეთრად მცირდება -ამის შესახებ სპეციალისტები „კომერსანტთან" საუბრობენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 32% არის გაზრდილი . რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით , პირველადი ტრანზაქციები გაზრდილი 76% ხოლო მეორედი ტრანზქციები 23% ით.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მკვლევარი ლარისა პატარაია ამბობს, რომ ზოგადად მეორადი უძრავი ქონება საქართველოში ამორტიზებულია და ბევრი ადამიანი ერიდება ასეთი ტიპის ტრანზაქცია განახორციელოს. მისივე თქმით, ფასთა შორის სხვაობაც ახალაშენებულ უძრავ ქონებასა და მეორადს შორის ძალიან დაბალია. პატარაუა ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარი გაჯერებული გახდა და რეალურად დიდი წინსვლაა ამიტომაც როდესაც ფასებს შორის სხვაობაც აღარ არის მომხმარებელი არჩევანს პირველად ქონებაზე აკეთებს. რადგანაც მიაჩნია, რომ ის უფრო მდგრადია და დიდი ხნის განმავლობაში იქნება სიცოცხლისუნარიანი. ბიზნეს სკოლის მკვლევარი ამბობს, რომ რაც უფრო გავა დრო მით უფრო შესამჩნევი გახდება სხვაობა პირველად და მეორად ტრანზაქციებს შორის და მეორადი უძრავი ქონება მეტად გაუფასურდება.

    მისივე შეფასებით, უძრავი ქონების ინდუსტრია მთლიანობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს როგორც ეკონომიკური აქტივობის ისე ინვესტიციების კუთხით.

    უძრავი ქონების კომპანია 2X2-ის ბროკერი ლევან ფაილოძე ამბობს, რომ ზოგადად გაყიდვების ზრდაზე ყველაზე მეტად გავლენა ლარის გამყარებამ მოახდინა . მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით სტატისტიკის მიხედვით გააქტიურებულია ახალი კორპუსების მშენებლობა, იზრდება გაყიდვები და უდიდესი პროცენტი მოდის ახალაშენებულ ბინებზე. ფაილოძე ამბობს, რომ ძველ ბინებზე მოთხოვნა ეცემა, იაფდება ფასები. ბროკერი ინფორმაციითვე, დღეს მყიდველს შეუძლია გააკეთოს არჩევანი, რამდენიმე ობიექტიდან, მიწოდება მაღალია და კონკურენციაც დიდია.

     


პარტნიორები