სიახლეები
-
23 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
კახეთში, მზის ელექტროსადგურის მოწყობაზე ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება
მზის ელექტროსადგურის მოწყობაზე საერთაშორისო ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.
"ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, 5 მგვტ სიმძლავრის მზის სადგურის დოკუმენტაციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, საბოლოო სახე მას აგვისტოს ბოლოს ექნება, რის შემდეგ, სადგურის განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდება.
ტენდერით შერჩეული კომპანია მზის პანელების შეძენას, ჩამოტანას და მონტაჟს უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, მზის ელექტროსადგურის მოწყობა კახეთის რეგიონში, სოფელი უდაბნოს ტერიტორიაზე იგეგმება.




