მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მაისი  2016

    მალე თბილისს განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ შეემატება

    28 მაისს, 18:30 საათზე, ფანჯიკიძის ქ. N22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა), საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ მასშტაბური პროექტი ,,მწვანე ალმასის“ პრეზენტაცია შედგება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 115 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნება საცხოვრებელი კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობის წარმატებით დასრულება. ახალი პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტი ,,მწვანე ალმასის“ სახეები - აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები დაესწრებიან.



    კონტაქტი:
    რუსა შამუგია - „მაქრო ქონსთრაქშენის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
    (+995) 568 803 803 / r.shamugia@maqro.ge


პარტნიორები