სიახლეები
-
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 69 მისამართზე მიმდინარეობს
თბილისის ვაკის რაიონის სხვადასხვა უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 69 მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
კერძოდ, დაფინანსებულია 22 ლიფტის, 11 წყალ-კანალიზაციის, 5 საერთო სარგებლობის კიბის, 4 კარის, 7 სახურავის რეაბილიტაცია.
მათივე ინფორმაციით, ასევე, 5 მისამართზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, 1 მისამართზე – სადარბაზოს რემონტი, 3 სენსორის დამონტაჟება და 11 მისამართზე წყალსაწრეტი მილების გამოცვლა. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებზე გამგეობამ ბიუჯეტიდან 694 633 ლარი გამოყო.





