სიახლეები
-
22 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ქედაში კულტურული ღონისძიებებისთვის ღია სცენები მოეწყობა
მახუნცეთსა და დაბა ქედის რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკებში ღია სცენები მოეწყობა. თანამედროვე ტიპის სცენა 150 მაყურებელზე გათვლილი. ორივე ლოკაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილებია, გამგეობის ინფორმაციით სცენების არქონის გამო კულტურული ღონისძიებები ვერ იმართებოდა.
ტურისტებისთვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გაცნობისა და მათთვის კიდევ ერთი ახალი სერვისის შეთავაზების კუთხით გამგეობამ პროექტები ჯერკიდევ გასულ წელს 8 000 ლარად შპს "arch-styole"_ს დაუკვეთა. სტანდარტების გათვალისწინებით ადაპტირებული ღია სცენების მშენებლობისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტში 460 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მახუნცეთში სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. პროგრამა მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.