სიახლეები
-
21 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
ქალაქ გარდაბანში საბავშვო ატრაქციონების მშენებლობა მიმდინარეობს
ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ.
მოედნის ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დაიდგა სკამები, ურნები, მოეწყო სათამაშო ზონა პატარებისთვის - საქანელებით, კომბინირებული სასრიალოებითა და კარუსელებით. აღნიშნული ლოკაციის გარდა საბავშვო სკვერები სიხნოს ქუჩის მიმდებარედ, თბილსრესის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩის №2 და №4 ქუჩების კვეთაზე აშენდება.
ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკს“ სამუშაოების დასასრულებლად დრო 17 ივლისამდე აქვს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარს შეადგენს.



