მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ივნისი  2017

    ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო.


     პროექტის ფარგლებში დაიგება 3905 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი (ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა)
    გზის ამ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტნის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.
    მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.


    პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია -15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტექნიკა.


    ნაგვაზაო - ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

     


პარტნიორები