სიახლეები
-
20 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია იწყება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს გზის საფარის ცემენტბეტონით დაგებას, ლითონის წყალამრიდი მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 803 439 ლარია. მშენებელი ორგანიზაციებისგან სატენდერო წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გასტანს.
ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო ორგანიზაციამ ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 210 (ორას ათი) დღეში უნდა დაასრულოს.
ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ფინანსდება, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში.